ფრთხილად! შესაძლოა ამ ყვავილის ლამაზმა თაიგულმა გიმსხვერპლოთ

© ნ. გავაშელიუცუნა
უცუნა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ მცენარეს საქართველოში უცუნას უწოდებენ და სწორედ ახლა ყვავილობს. მისი ლათინური დასახელება Colchicum, სწორედ მის ადგილწარმოშობას - კოლხიდას აღნიშნავს.

საოცარი სანახავია პირველ თოვლზე, მოთეთრო ღერებზე, იასამნისფრად მოყელყელავე უფოთლო, ექვსფურცლიანი ყვავილები. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა სახელით იცნობენ: თუშეთში — უცანა, ზემო რაჭაში — უცუნი, ლეჩხუმში — შანშველა, გურიაში — თავნიორა, აჭარაში – სათოვლია, სამეგრელოში კი სულაც სამი სახელი ჰქონია — დგრჩე, ჯირჩე დალაჰა…
აღსანიშნავია, რომ შუა საუკუნეებში მცენარეს ლათინურად Filius ante patrem-ს ეძახდნენ, რაც თარგმანში ნიშნავს „შვილი მამაზე ადრე“.  ეს, ისევე, როგორც რუსული დასახელება Безвременник, ამ ტუბერბოლქვოვანი მცენარის განვითარების თავისებურებასთან არის დაკავშირებული — სხვა ბოლქვოვანებისგან განსხვავებით, იგი გვიან შემოდგომაზე იწყებს ყვავილობას, ხოლო ფოთლებს გაზაფხულზე ივითარებს, მაშინ, როცა ყვავილი კვდება.

© forum.geლამაზი უცუნა ძალიან ჰგავს ზაფრანას - Crocus, თუმცა სხვა პერიოდში ყვავის და ფოთლების გარეშე
ლამაზი უცუნა  ძალიან ჰგავს ზაფრანას - Crocus, თუმცა სხვა პერიოდში ყვავის და ფოთლების გარეშე - Sputnik საქართველო
ლამაზი უცუნა ძალიან ჰგავს ზაფრანას - Crocus, თუმცა სხვა პერიოდში ყვავის და ფოთლების გარეშე
  

ახლა კი ყველაზე მთავარი: ამ მცენარის თაიგულები საქტემბრიდან ნოემბრის ბოლომდე აქტიურად იყიდება დედაქალაქის ქუჩებში, ძალიან ლამაზია და ხალხიც ეტანება. ასევე ხშირად კრეფენ ქალაქგარეთ სეირნობისას და ამ ადამიანებს ვერც კი წარმოუდგენიათ, რომ სერიოზულ საფრთხეში იგდებენ თავს.
საქმე ისაა, რომ მცენარის ყველა ნაწილი ძლიერ შხამიანია - დაზიანებული ტუბერბოლქვები გამოყოფენ ალკოლოიდ კოლხიცინს, რომელსაც შეუძლია კანის დამწვრობა გამოიწვიოს. გარდა ამისა სხვადასხვა ალკოლოიდს შეიცავენ მცენარის ღერო და ყვავილიც, რამაც შესაძლოა სერიოზული მოწამვლა გამოიწვიოს. კანზე მცენარის წვენის მოხვედრისას რამდენიმე საათში იწყება ყელის წვა, თავბრუსხვევა და ღებინება, რაც შემდგომში შესაძლოა დამბლასა და კოლაფსში გადაიზარდოს. ამიტომ, ვინაიდან არა მხოლოდ მცენარის ნაწილები, არამედ ის წყალიც კი, რომელშიც თაიგულს ჩადებთ, შხამიანია, გირჩევთ, მცენარესთან მხოლოდ ხელთათმანებით იმუშაოთ.

© FB/ Gela Kvantalianiუცუნას ყვავილები წყნეთში
უცუნას ყვავილები წყნეთში - Sputnik საქართველო
უცუნას ყვავილები წყნეთში

აქვე აღსანიშნავია, რომ მცენარე აქტიურად გამოიყენება ფარმაკოლოგიაში.  ალკოლოიდ კოლხიცინზე დამზადებული წამლებით მკურნალობენ პოდაგრას, ართრიტს, რევმატიზმს, რადიკულიტსა და ცისტიტს.

ყველა ახალი ამბავი
0