წარმატებული ქალები პოდიუმის დასაპყრობად ემზადებიან

© FB / Lika Kazbegiლიკა ყაზბეგი
ლიკა ყაზბეგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთ-ერთი პირველი სამოდელო სააგენტოს დამფუძნებელი საქართველოში ლიკა ყაზბეგი ემზადება ყოველწლიური და უკვე გახმაურებული პროექტისთვის - „წარმატებული ქალი პოდიუმზე“. წელს პროექტის მეცხრე სეზონია და, როგორც თავად ლიკა ამბობს, ტრადიციულად მასში ოცამდე წარმატებული ქალბატონი მიიღებს მონაწილეობას.
წარმატებული ქალები პოდიუმის დასაპყრობად ემზადებიან

„ეს ქალბატონები და ბევრი ცნობილი ქალბატონი, ვინც გამოდის ჩემ ჩვენებაზე, არიან პროფესიონალები თავის საქმეში და არავის უნახავს ისინი განსხვავებულ ამპლუაში. ანუ, როგორ შეუძლია მოდელის ამპლუაში იყოს, თუნდაც მოდელის როლი მოირგოს ერთი დღით და, ვფიქრობ, რომ საინტერესოა. ეს არ არის სტანდარტული, ჩვეულებრივი შოუ და ჩვენება“, – ამბობს ლიკა ყაზბეგი.
ქალი–პილოტი, სამხედრო, ექიმები და აკადემიკოსები — ერთი დღით ლიკა ყაზბეგი მათ ნამდვილ მოდელებად გადაქცევას შეეცდება და მაყურებელს დაუვიწყარ შოუს ჰპირდება.

ყველა ახალი ამბავი
0