თბილისი, 15 ნოემბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა და საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფის“ თანამშრომლებმა საქართველოში შემოსვლისას თურქეთის მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ თურქეთის მოქალაქე გერმანიის ქალაქ ვისბადენის ინტერპოლის მიერ მიმდინარე წლის ივნისიდან საერთაშორისო ძებნილია.
ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როდესაც ის Range Rover-ის მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებით საქართველო-თურქეთის საზღვრის გადმოკვეთას ცდილობდა.
ამჟამად დაკავებული თურქეთის მოქალაქის გერმანიაში ექსტრადიციისთვის კანონით გათვალისწინებული პროცედურები მიმდინარეობს.