პრეზიდენტი შეშფოთებულია ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურებით

© Sputnik / Alexander Imedashviliგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო ორი კვირის განმავლობაში ეროვნული ვალუტა დოლარის მიმართ მკვეთრად გაუფასურდა.

თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. ლარის კურსის ცვალებადობა პრობლემებს უქმნის მოსახლეობას და ეს არის ის პრიორიტეტული თემა, რომელიც დღეს ხელისუფლების უპირველესი ამოცანა უნდა იყოს, თვლის საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. 

„ამ თემასთან დაკავშირებით პრეზიდენტი მუდმივ კომუნიკაციაში იმყოფება საქართველოს მთავრობასთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან. გიორგი მარგველაშვილი ინფორმირებულია იმის თაობაზე, რომ შესაბამისი უწყებები პრობლემის გადასაჭრელად კოორდინირებულად მუშაობენ, რასაც პრეზიდენტი მიესალმება“, — განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა ეკა მიშველაძემ. 

ლარი - Sputnik საქართველო
ლარი გარბის, ყველაფერი რიგზეა!..

საქართველოს პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება და ეროვნული ბანკი მოკლე დროში შეძლებენ ჩამოაყალიბონ ეროვნული ვალუტის სტაბილიზაციის სამოქმედო გეგმა, აღნიშნა მიშველაძემ. 

„პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ასეთ დროს საჭიროა ეფექტური, სწრაფი და ზოგჯერ არაორდინარული ნაბიჯების გადადგმაც იმისთვის, რათა მოსახლეობის სოციალურ პირობებს საფრთხე არ შეექმნას“, — თქვა პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა.

ყველა ახალი ამბავი
0