ნანა კაკაბაძე: ქალის გენიტალიების დასახიჩრება დანაშაულია
„ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია სახელმწიფო პოლიტიკა, რათა დაისაჯოს ის ჯგუფი, რომელიც ყვარელში ამას ახორციელებს“, — აცხადებს ნანა კაკაბაძე.
ყვარლის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის მოსახლეობა ქალის გენიტალიების დასახიჩრებას ადასტურებს. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციით, გოგონების წინადაცვეთის დროს ხდება ქალის სასქესო ორგანოს კლიტორის მცირე ნაწილის მოკვეთა ან ჩაჭრა სახლის პირობებში.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ქალის გენიტალიების დასახიჩრების პრაქტიკა მუნიციპალიტეტის ერთ სოფელში, სავარაუდოდ, სრულადაა გავრცელებული, ხოლო ორ სოფელში მხოლოდ რამდენიმე ოჯახის მიერ ხორციელდება.