კიევი-თბილისის რეისები დაყოვნების გარეშე სრულდება

© Flickr / Sean MacEnteeთვითმფრინავი
თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
წუხელ ღამით კიევში დიდთოვლობის გამო რეისმა კიევი-თბილისი დააგვიანა.

თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik.  თბილისი-კიევი-თბილისის მიმართულებით ყველა ავიარეისი დაყოვნების გარეშე ხორციელდება, განუცხადეს „Sputnik საქართველოს“ აეროპორტის პრეს-სამსახურში.

წუხელ ღამით კიევში დიდთოვლობის გამო, ავიაკომპანია „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ თვითმფრინავმა კიევის „ბორისპოლის“ აეროპორტიდან თბილისში გამოფრენა სამ საათზე მეტხანს ვერ შეძლო. თვითმფრინავი თბილისში ადგილობრივი დროით 01.15 საათისთვის უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ ჩამოფრენა მხოლოდ 04.50 საათზე შეძლო.

„ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს. ინფორმაცია რომელიმე რეისის დაყოვნების შესახებ ჩვენთან არ შემოსულა. ყველა რეისი განრიგით სრულდება“, — განაცხადა აეროპორტის პრეს-სამსახურის თანამშრომელმა.

რაც შეეხება კიევიდან თბილისში დაგვიანებით ჩამოფრენილ თვითმფრინავს, ის უკან კიევში განრიგის მიხედვით — 6.45 საათზე გაფრინდა.

ყოველკვირეულად თბილისიდან კიევში 14 რეისი ხორციელდება.

ყველა ახალი ამბავი
0