თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. „ერეკლე მეორის საზოგადოების“ ბრიფინგი, რომელიც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს მიეძღვნება, თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში სამშაბათს, 15 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიმართება.
8 ნოემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, რომლითაც განისაზღვრა, თუ ვინ იქნება ქვეყნის 45-ე პრეზიდენტი. საპრეზიდენტო არჩევნების ამერიკული სისტემა ევროპულისგან არსებითად განსხვავდება და მსოფლიოში ერთ-ერთ რთულ სისტემად ითვლება.
უნდა ველოდოთ თუ არა სერიოზულ ცვლილებებს აშშ-ის საგარეო და საშინაო პოლიტიკაში? როგორი იქნება ამერიკა ახალი პრეზიდენტის პირობებში? როგორ განვითარდება ქართულ-ამერიკული ურთიერთობა პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ?
ამ და სხვა საკითხებს განიხილავენ ბრიფინგის მონაწილეები:
— „ერეკლე მეორის საზოგადოების“ თავმჯდომარე არჩილ ჭყოიძე
— სამხედრო ექსპერტი რომელ გიორგაშვილი
თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრი
თბილისი, აღმაშენებლის გამზირი 61, С ბლოკი, მე-5 სართული.
ტელ: 555 90 89 77.