აფბა: ინვესტორებისთვის ტოპ-ათეულში მოხვედრა პოზიტიური სიგნალია
„ბოლო პერიოდში საკმაოდ მერყევი ეროვნული ვალუტის ფონზე იმ ქვეყნების ათეულში მოხვედრა, სადაც ბიზნესის კეთება ძალიან მარტივია, პოზიტიური გზავნილია როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ინვესტორებისთვის“, — აცხადებს პაატა ბაირახტარი.
„მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის“ Facebook-გვერდზე ვრცელდება ვიდეო, სადაც ბიზნესის დაწყებისთვის საუკეთესო ქვეყნებია წარმოდგენილი. ვიდეორგოლის მიხედვით, საქართველო ტოპ-ათეულში მე-8 ადგილს იკავებს და წინ უსწრებს ირლანდიასა და სომხეთს.