თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დონალდ ტრაპს აშშ-ს პრეზიდენტის პოსტზე არცევა მიულოცა.
კათალიკოსის მილოცვის ტექსტი საქართველოს საპატრიარქოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
"თქვენო აღმატებულებავ, საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გულითადად გილოცავთ აშშ პრეზიდენტად არჩევას.
ჩვენს რთულ დროს ეს ფრიად საპატიო, მაგრამ მძიმე ტვირთი უფლის განგებით დღეს თქვენ დაგეკისრათ.
ინებოს ღმერთმა, თქვენი მსახურება იყოს მშვიდობისა და კეთილდღეობის განმამტკიცებელი, სამართლიანობის აღმდგენი და შემდგომი წარმატებების მომტანი როგორც თქვენი ქვეყნის, ისე მსოფლიოსათვის, მათ შორის საქართველოსთვის.
ღმერთმა დაგლოცოთ, პატივისცემით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II", — ნათქვამია საქართველოს პატრიარქის მილოცვაში.