კიევში მამა გაბრიელზე დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართება

© FB / Константин Церцвадзе-Добровольскийკონსტანტინე ცერცვაძე და დავით დარჯანია
კონსტანტინე ცერცვაძე და დავით დარჯანია - Sputnik საქართველო
გამოწერა
დოკუმენტური ფილმის „ბერის დიადემას“ ჩვენებას დაესწრება ფილმის ავტორი კონსტანტინე ცერცვაძე, რომელიც კიევში სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით გაემგზავრა.

თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik.  ბერი გაბრიელის და სამთავროს  მონასტერში მის საფლავთან მომხდარი საოცრებების შესახებ დოკუმენტური ფილმის „ბერის დიადემის“ პრემიერა კიევში კვურას შედგება, უთხრა Sputnik —  საქართველოს ფილმის ავტორმა კონსტანტინე ცერცვაძემ. ფილმში, რომელიც მონაზვნის — დედა ეფემიას (დალი მშვენიერაძე) იმავე სახელწოდების წიგნის მიხედვით არის გადაღებული, შესულია ბერის დების, ღვთისმსახურთა და მისი სულიერი შვილების მოგონებები. 

ფილმის ავტორი, მორწმუნეთა მრავალრიცხოვანი თხოვნით და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა კურთხევით 8 ნოემბერს კიევში ჩავიდა. 

ფილმის გარდა გადამღებმა ჯგუფმა თან ჩაიტანა ბერი გაბრიელის ხატი და მისი სკუფია (თავსაბურავი). კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ონუფრი პირადად შეხვდა ქართველ სტუმრებს. 

ფილმის ჩვენებას დაესწრებიან ავტორი — კონსტანტინე ცერცვაძე, პროდიუსერი დავით დარჯანია, ჟურნალისტი ნინო ჟვანია და სამთავროს მონასტრის მრევლი მარია მელიქიშვილი. 


ყველა ახალი ამბავი
0