ძიუდოისტი ღვინიაშვილი ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას

© photo: Sputnik / Levan Avlabreliბექა ღვინიაშვილი
ბექა ღვინიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალგაზრდებს შორის ევროპის სამგზის ჩემპიონი ძიუდოისტი ბექა ღვივიაშვილი ისრაელში თავისი ტიტულის დასაცავად გაემგზავრება.

თბილისი, 11 ნოემბერი— Sputnik.  საქართველოს ძიუდოს ნაკრების ერთერთი ლიდერი ბექა ღვინიაშვილი ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე იასპარეზებს, რომელიც თელ-ავივში 11 ნოემბერს იწყება, იუწყება საქართველოს სპორტის სამინისტროს ოფიციალური საიტი.

ღვინიაშვილი მისთვის ჩვეულ 90 კგ. წონით კატეგორიაში გამოვა. ქართველი ძიუდოისტი თავის დისციპლინაში ტურნირის მთავარი ფავორიტად ითვლება. 21 წლის სპორტსმენი ახალგაზრდებში ევროპის სამგზის და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია, საერთშორისო ტურნირების არაერთგზის პრიზიორია (მოზრდილთა შორის), ასევე რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების მონაწილეა, სადაც ღვინიაშვილი რეპეშაჟამდე მივიდა.

სხვა ქართველი ძიუდოისტებიდან უნდა აღინიშნოს ევროპის ვერცხლის პრიზიორი და ახალგაზრსებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი ლევან გუგავა და არაერთი საერთაშორისო ტურნირის პრიზიორი უშანგი მარგიანი.

ისრაელში ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ათი იუდოისტით იქნება წარმოდგენილი: ცხრა ვაჟი და ერთი ქალი.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა:

ვაჟები:

60 კგ. თემურ ნოზაძე

66 კგ. თორნიკე ნაგლიაშვილი

73 კგ. გიგა გიგაური

81 კგ. ლევან გუგავა, კობა მჭედლიშვილი

90 კგ. უშანგი მარგიანი, ბექა ღვინიაშვილი

100 კგ. ლაშა ტაველური

+100 კგ. გურამ თუშიშვილი

გოგონები

52 კგ. მარიამ ჯანაშვილი.

 

ყველა ახალი ამბავი
0