ვაჟა-ფშაველას გამზირზე ავტომობილმა დედა-შვილი გაიტანა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო ბავშვი არ დაშავებულა.

თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ავტომანქანამ ბავშვიანი ქალი გაიტანა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

ავტოავარია რამდენიმე საათის წინ მოხდა. დედა საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო ბავშვი არ დაშავებულა, იუწყებიან ქართული საინფორმაციო საშუალებები.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით „მოძრაობის უსაფრთხოების ან ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევა“, რაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების 3 წლამდე შეზღუდვით, ან თავისუფლების აღკვეთით 4 წლამდე ვადით.

ყველა ახალი ამბავი
0