ტარიელ ფუტკარაძე: უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს სამშობლოს თანადგომა სჭირდებათ
„უცხოეთში 4 მილიონი ქართველი ცხოვრობს და მათი ეთნიკური მეობის გადარჩენა ჩვენი სახელმწიფოს ყურადღებაზეა დამოკიდებული. დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი კი არ უნდა შეუერთდეს საგარეო საქმეთა სამინისტროს, არამედ ცალკე სტრუქტურად უნდა დაჩეს და უფრო უნდა გაძლიერდეს“, – განაცხადა ტარიელ ფუტკარაძემ.
„ქართულ ოცნებაში“ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მინისტრთა კაბინეტში გარკვეული ცვლილებების განხორციელებას არ გამორიცხავენ.