"Nirvana"-ს სიმღერის ქართულმა ქავერმა ლას-ვეგასის კონკურსზე გაიმარჯვა

გამოწერა
ღვინის კომპანიის სარეკლამო რგოლისათვის ქართველმა მარკეტოლოგებმა კლიპი გადაიღეს და ლეგენდარული ჯგუფის Nirvana-ს სიმღერის ქავერი ჩაწერეს.

თბილისი, 10 ნოემბერი– Sputnik. ქართული სარეკლამო კომპანია Leavingstone რეკლამის 26-ე საერთაშორისო პრემიის LIA 2016-ის მფლობელი გახდა, რომელიც ლას-ვეგასში ჩატარდა.

Leavingstone-ის მარკეტოლოგებმა ფესტივალზე "მუსიკა და ბგერას" ნომინაციაში "Nirvana"-ს საკულტო სიმღერის — "Smells Like Teen Spirit"  ქართული ქავერი წარადგინეს, რომელიც ღვინის კომპანია Ikano-ს სარეკლამო რგოლისათვის შეიქმნა.

ქართულ პროდუქტს ვერცხლის ჯოლდო ერგო. პრემია კომპანია Leavingstone-ს მიენიჭა, რომელიც კრეატიული დირექტორის ლევან ლეფსვერიძისა, რეჟისორ გიორგი პოპიაშვილის და პროექტ-მენეჯერის მარიკა ყარალაშვილის ხელმძღვანელობით ამ რგოლის შექმნაზე მუშაობდა.

"მართალია, Leavingstone-ის პირველი დღეებიდან LIA ჩემთვის ყველაზე სასურვედლი ჯილდო იყო. შეიძლება, მათი ფრთოსანი ქანდაკების გამოც. ახლა ის ჩვენია! გენიალური გუნდი:გიორგი პოპიაშვილი, თორნიკე ჯაფიაშვილი, თორნიკე ქარჩხა, ჯორჯა სიბა, მიშო ელიავა-მათ ჩემი პატარა იდეა ბრწყინვალე მუსიკალურ ნაწარმოებად აქციეს. ბიჭებო, გმადლობთ! ჩვენ ეს შევძელით",- დაწერა ლეფსვერიძემ Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

Cannes Lions International Advertising Festival-ის სტუმრები - Sputnik საქართველო
როგორ შეძლეს ქართველმა მარკეტოლოგებმა კანში „ლომის“ მოგება?

 ტრადიციულ ქართულ პოლიფონიასთან აკაპელო შესრულებული "Smells Like Teen Spirit" —ის ქავერი ამ წლის ზაფხულის დასაწყისში საქართველოში მეგაპოპულარული გახდა და Youtube-ზე მას ათასობით მნახველი ჰყავდა.

სიმღერა შეასრულეს ქართული ხალხური ანსამბლ "მძლევარის" მუსიკოსებმა, და ასევე მუსიკალური პროექტის X Factor-ის ქართული ვერსიის პირველი სეზონის ფინალისტმა მიშო ელიავამ.

წელს LIA-ს საექსპერო ჟიურის ტრადიციულად მსოფლიოს უმსხვილესი საერთაშორისო საკომუნიკაციო, სარეკლამო და კრეატიული სააგენტოების ხელმძღვანელები შეადგენდნენ.

LIA Awards 1986 წელს ლონდოდნში დაარსდა. პრემიის მისიაა- რეკლამის და დიზაინის ყველა სფეროში შემოქმედებისა და იდეის ძალის დაჯილდოვება. მარკეტოლოგებს ისეთ ნომინაციებში აჯილდოვებენ, როგორებიცაა გარე რეკლამა, დიზაინი, აბრები, რადიო, მუსიკალური ვიდეო და სხვები.

ყველა ახალი ამბავი
0