11 ნოემბერი, პარასკევი
როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში ძირითადად იქნება უნალექო ამინდი ცვალებადი მოღრუბლულობით. ქარის სიჩქარე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე წამში 10-15 მეტრს მიაღწევს.
დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 10-15 გრადუსი სითბო, დღისით — 17-22; მაღალ მთაში ღამით 0-პლუს 5, ხოლო დღისით — 10-15 გრადუსი სითბო იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით 3-8 გრადუსი სითბო, დღისით — 18-23 გრადუსი სითბო იქნება. სინოპტიკოსები მაღალ მთაში ღამით მინუს 4 პლუს 1 გრადუსს, ხოლო დღისით — 11-16 გრადუს სითბოს პროგნოზირებენ.
თბილისში დღე უნალექოდ ჩაივლის, მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა. ღამით პლუს 7, ხოლო დღისით — 21 გრადუსი სითბო იქნება.
12 ნოემბერი, შაბათი
დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროდადრო ღრუბლიანობა, ზოგიერთ რაიონში — მცირე წვიმა. აღმოსავლეთ საქართველოშიც ღრუბლიანი, მაგრამ ძირითადად უნალექო ამინდი იქნება. ქარის სიჩქარე მთელი ქვეყნის მასშტაბით წამში 10-15 მეტრი იქნება.
დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 8-13 გრადუსი სითბო, დღისით — 16-21; მაღალ მთაში ღამით 0-პლუს 5, ხოლო დღისით — 8-13 გრადუსი სითბო იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით 2-7 გრადუსი სითბო, დღისით — 16-21 გრადუსი სითბო იქნება. მაღალ მთაში ღამით მინუს 4 პლუს 1 გრადუსი, ხოლო დღისით — 9-14 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.
თბილისში დღე უმთავრესად, უნალექოდ ჩაივლის, დროდადრო მოიღრუბლება. ღამით მოსალოდნელია 6, ხოლო დღისით — 20 გრადუსი სითბო.
13 ნოემბერი, კვირა
როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში იქნება ძირითადად უნალექო ამინდი ცვალებადი მოღრუბლულობით. ქარის სიჩქარე დასავლეთ საქართველოში წამში 17-22 მეტრამდე გაძლიერდება.
დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 8-13 გრადუსი სითბო, დღისით — 20-25; მაღალ მთაში ღამით მინუს 2-პლუს 3, ხოლო დღისით — 10-15 გრადუსი სითბო იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით 2-7 გრადუსი სითბო, დღისით — 13-18 გრადუსი სითბო იქნება. მაღალ მთაში ღამით მინუს 5-0 გრადუსი, ხოლო დღისით — 9-14 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.
თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, დროდადრო — ღრუბლიანი ამინდი იქნება. ღამით იქნება 6, ხოლო დღისით — 15 გრადუსი სითბო.