თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. ბოლოს და ბოლოს ასრულდა მრავალი ქალის ოცნება! სან-ფრანცისკოში გამოიგონეს მანქანა, რომელიც კიდეც რეცხავს, კიდეც აუთოებს და, თქვენ წარმოიდგინეთ, ტანსაცმელს უკვე დაკეცილს მოგართმევთ ისე, რომ, ერთადერთი, კარადაში და კომოდში ჩაწყობა დაგრჩებათ (ამ ამოცანას, იმედია, ყველა გაართმევს თავს).
გამოგონება კომპანიას უკვე დაუკვეთეს პირველმა კლიენტებმა და მათ კომპანია FoldiMate შეკვეთას 2017 წელს მიართმევს. ფასი, რა თქმა უნდა, არც ისე დაბალია — 700-850 დოლარი, თუმცა ამ საქმეზე იმდენი დრო და ენერგია იხარჯება, რომ ნამდვილად ღირს კაპიტალდაბანდებად.
როგორ მუშაობს FoldiMate Family? კონვეირული ლენტით და რამდენიმე რობოტიზებული მანიპულაციით. ტანსაცმელი ცხელ ორთქლში ტარდება და „რობო-ხელებით“ იკეცება. დამატებით შესაძლებელია სპეციალური კაფსულების შეძენაც, რომლებიც სამოსს სასიამოვნო სურნელს მიანიჭებენ. ახალ მანქანას ერთდროულად 15 ნივთის გარეცხვა და დაუთოება შეუძლია და ეს ყველაფერი სულ რამდენიმე წუთს იკავებს. ამჟამად შეკვეთებს ახალ მანქანაზე კომპანია თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე იღებს www.foldimate.com, 2018 წლიდან კი მანქანა თავისუფლად გაიყიდება.
ეს ვიდეო თვალნათლივ გაჩვენებთ, როგორ მუშაობს ახალი გამოგონება: