პუტინმა ტრამპს და ამერიკელ ხალხს არჩევნების დასრულება მიულოცა

გამოწერა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვება და ამერიკელ ხალხს საპრეზიდენტო არჩევნების დასრულება მიულოცა.

პუტინის განცხადებით, რუსეთი მზადაა, ყველაფერი გააკეთოს აშშ-თან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის.

„მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის კონსტრუქციული დიალოგის წარმართვა, რომელიც დამყარებული იქნება თანასწორობის პრინციპებზე, ურთიერთპატივისცემასა და ასევე ერთმანეთის პოზიციების რეალურად გათვალისწინებაზე, უპასუხებს ჩვენი ქვეყნების ხალხებისა და მთელი მსოფლიო საზოგადოების ინტერესებს“, — აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა. 

პუტინმა ტრამპს ქვეყნის მეთაურის საპასუხისმგებლო მოღვაწეობაში წარმატებები უსურვა.

აშშ-ში პრეზიდენტის არჩევნები ორსაფეხურიანი სისტემით ტარდება. გამარჯვებისთვის აუცილებელია ამომრჩევლების 538 ხმიდან 270 ხმის მიღება, ტრამპმა კი 280 ხმა მიიღო. ამომრჩევლები პრეზიდენტობის კანდიდატს ფორმალურად 19 დეკემბერს უყრიან კენჭს, ხოლო კონგრესი შედეგებს 2017 წლის 6 იანვარს დაამტკიცებს. დემოკრატების კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა დამარცხება აღიარა.

ყველა ახალი ამბავი
0