ამერიკის არჩეული პრეზიდენტის პირველი სიტყვა გამარჯვების შემდეგ

გამოწერა

ამერიკის შეერთებული შტატების ახლადარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამარჯვების შემდეგ ნიუ-იორკის შტაბ-ბინაში სიტყვით გამოვიდა. მან მადლობა გადაუხადა შეკრებილებს მხარდაჭერისთვის და პირობა დადო, რომ იქნება ყველა ამერიკელის პრეზიდენტი. 

„ახლა ამერიკისთვის ქვეყნის გამთიშველი ჭრილობების მოშუშების დრო დადგა“, – განაცხადა ტრამპმა მომხრეების წინაშე გამოსვლისას.

„ყველა „რესპუბლიკელს“, „დემოკრატსა“ და დამოუკიდებელ მოქალაქეს ვეუბნები, რომ დადგა გაერთიანებისა და ერთ ხალხად ქცევის დრო“, — განაცხადა ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ის ყველაზე მაღლა ამერიკის ინტერესებს დააყენებს, მაგრამ პატიოსნად მოექცევა მთელ მსოფლიოს.

„მინდა დავარწმუნო მთელი მსოფლიო, რომ პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებს დავაყენებთ, მაგრამ ამავდროულად პატიოსნად მოვექცევით მთელ მსოფლიოს, ყველა ხალხებსა და ერებს. ჩვენ პარტნიორობის მომხრე ვართ და არა კონფლიქტებისა“, — აღნიშნა მან.

8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში „რესპუბლიკელმა“ დონალდ ტრამპმა ამომრჩეველთა კოლეგიის 276 ხმა მიიღო, ხოლო „დემოკრატმა“ ჰილარი კლინტონმა – 218.

ყველა ახალი ამბავი
0