ცინცაძე: ტრამპი რუსეთისთვის მაინც და მაინც დიდი საჩუქარი არ იქნება
„ეს კორექტირება, ალბათ, პირველ რიგში, ამერიკის მსოფლიო ვალდებულებებს შეეხება, უფრო მეტად, ალბათ, ახლო აღმოსავლეთში. თუმცა, ტრამპს გაუჭირდება მაინც. ამერიკა არც საქართველოა და არც რუსეთი, იქ ქვეყანას ინსტიტუტები მართავს და აკონტროლებს პრეზიდენტსაც. ტრამპს ურთიერთობა მოუწევს მისდამი არალოიალურად განწყობილ კონგრესთან და უმაღლეს სასამართლოსთან და ეს ორი ბერკეტი შეეცდება და შეძლებს კიდეც, გარკვეული გაგებით, აღვირი ამოსდოს ტრამპს“, —მიაჩნია პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა.