New York Times: ტრამპის გამარჯვების შანსი 95%-ს აჭარბებს

© REUTERS / Carlos Jassoაშშ-ის არჩევნები
აშშ-ის არჩევნები - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ-ის პრეზიდენტობის „რესპუბლიკელ“ კანდიდატ დონალდ ტრამპს ფლორიდის შტატში გამარჯვების შემდეგ ამომრჩეველთა კოლეგიის 197 ხმა აქვს, კლინტონს – 131. გამარჯვებისთვის კი 270 ხმაა აუცილებელი.

თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტობის „რესპუბლიკელი“ კანდიდატის დონალდ ტრამპის გამარჯვების შანსმა 95%-ს გადააჭარბა, პროგნოზირებს გაზეთ New York Times-ის პროექტი Upshot.

დღემდე გამოცემა „დემოკრატი“ კანდიდატის ჰილარი კლინტონის გამარჯვებას პროგნოზირებდა დაახლოებით 85%-ით.

ამ მომენტისთვის, გამოცემის პროგნოზით, ტრამპი ამომრჩეველთა კოლეგიის აუცილებელი 270 ხმის ნაცვლად 290-ზე მეტ ხმას მოიპოვებს.

გამოცემის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი ფლორიდის შტატში ხმების 99%-ის დათვლის შემდეგ ლიდერობს. წინასწარი მონაცემებით, ტრამპი ხმების 49,2%-ს, „დემოკრატი“ ჰილარი კლინტონი კი 47,7%-ს იღებს.

ფლორიდა – ამომრჩეველთა კოლეგიის 29 ხმით — მეტად მნიშვნელოვანი შტატია ამ არჩევნებში. აქ კლინტონის მოგება გადამწყვეტი იქნებოდა მისთვის საპრეზიდენტო არჩევნებში.

ყველა ახალი ამბავი
0