თბილისში დიასპორის საკითხებზე იმსჯელებენ

გამოწერა
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ქვეყნის განვითარების პროცესში საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების მოზიდვით არის დაინტერესებული.

თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. კონფერენცია „ქართული დიასპორა — გამოწვევები და შესაძლებლობები“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 17 ნოემბერს გაიმართება.

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ორგანიზებული ღონისძიება შეეხება ისეთ თემებს, როგორიცაა განათლება, მეცნიერება, ინვესტიციები.

ილია მეორე - Sputnik საქართველო
პატრიარქი: ქართული დიასპორის წევრებს საქართველოს მოქალაქეობა უნდა ჰქონდეთ

კონფერენციის მიზანია ქართული დიასპორის პოტენციალის გამოვლენა და მისი ჩართვა ქვეყნის განვითარების პროცესში.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია 12 ნოემბრამდე უნდა გაიარონ.

ამჟამად ქართველ ემიგრანტებში გამოარჩევენ ორი სახის დიასპორას, არსებობს ისტორიული დიასპორა — ეს ის თანამემამულეები არიან, რომლებიც თავიანთ ისტორიულ სამშობლოში ცხოვრობენ (რუსეთი, ისრაელი, საბერძნეთი და სხვა) ან საქართველოდან 1990 წლამდე წავიდნენ — ასეთი მილიონზე მეტი ადამიანია. ამას გარდა, არიან თანამედროვე ემიგრანტებიც — ისინი, ვინც 1990 წლის შემდეგ წავიდნენ — ასეთი დაახლოებით მილიონნახევარი ადამიანია.

ყველა ახალი ამბავი
0