თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს სამბისტთა ნაკრები 11-13 ნოემბერს მსოფლიოს ჩემპიონატზე სოფიაში უძლიერესი შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი, განუცხადეს „Sputnik საქართველოს“ კორესპონდენტს საქართველოს სამბოს ფედერაციაში.
მსოფლიო პირველობაზე ქართული გუნდის შემადგენლობაში 14 სპორტსმენი იქნება: ცხრა მამაკაცი და ხუთი ქალი. ნაკრების ნაწილი უკვე სოფიაშია. დანარჩენები გუნდს უახლოეს მომავალში შეუერთდებიან.
„სოფიიდან შვიდი-რვა მედლის ჩამოტანას ვვარაუდობთ: ოთხ-ხუთს მამაკაცებში და სამს — ქალებში. მამაკაცებშიც და ქალებშიც, სულ ცოტა, თითო ოქროს იმედი გვაქვს“, — განუცხადა Sputnik-ს საქართველოს სამბოს ფედერაციის გენერალურმა მდივანმა გაბრიელ ბარჯაძემ.
ასეთი პროგნოზი ევროპის გასულ ჩემპიონატს ეყრდნობა, სადაც საქართველოს ნაკრებმა 12 მედალი მოიპოვა: ოთხ-ოთხი ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო.
კონტინენტის პირველობის ჩემპიონები გახდნენ ვახტანგ ჩიდრაშვილი (-57 კგ), ნიკოლოზ კუცია (-82 კგ), ბექა ბერძენიშვილი (+100) და ნინო ოძელაშვილი (-72).
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოს ჩემპიონატზე სოფიაში:
მამაკაცები:
გივი ნადარეიშვილი (-52 კგ)
ვახტანგ ჩიდრაშვილი (-57 კგ)
ზურაბ ოდოშაშვილი (-62 კგ)
მინდია ლილუაშვილი (-68 კგ)
ლევან ნახუცრიშვილი (-74 კგ)
ნიკოლოზ კუცია (-82 კგ)
პაატა ღვინიაშვილი (-90 კგ)
დავით ლორიაშვილი (-100 კგ)
ბექა ბერძენიშვილი (+100 კგ)
ქალები:
სალომე აბაშიძე (-56 კგ)
თეა სუხიტაშვილი (-68 კგ)
ნინო ოძელაშვილი (-72 კგ)
ირინა ლეონიძე (-80 კგ)
ელენე ქებაძე (+80 კგ)