კვერცხის ნაჭუჭზე ამოტვიფრული სამყარო

© გ, შოვნაძეგიორგი შოვნაძის ნამუშევრები
გიორგი შოვნაძის ნამუშევრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი შოვნაძე, ჩინური ხელოვნების ქართველი ოსტატი.

ოდესმე წარმოიდგენდით, რომ კვერცხის ნაჭუჭის საშუალებით თქვენს შემოქმედებას და ფანტაზიას რეალობად აქცევდით და მასზე ხელით საოცრად ნატიფ ორნამენტებს, ფიგურებს, ცხოველებს, ადამიანებს გააცოცხლებდით? ჩემთვის ეს წარმოუდგენელი იყო, სანამ ჩემი თვალით არ ვიხილე საოცრება, როცა კვერცხის სიფრიფანა, თხელ ნაჭუჭზე ბატონ გიორგი (გოგიტა) შოვნაძემ სპეციალური საჭრეთლებით ურთულესი და ულამაზესი ფიგურები ისე ამოტვიფრა, რომ ნაჭუჭს იოტისოდენა ბზარიც არ გასჩენია…

© გ. შოვნაძეგიორგი შოვნაძის ნამუშევრები
გიორგი შოვნაძის ნამუშევრები - Sputnik საქართველო
გიორგი შოვნაძის ნამუშევრები

სწორედ ამის შემდეგ დავინტერესდი კვერცხზე გრავირების მეთოდით. სამწუხაროდ, ბევრი ძებნის შემდეგ თბილისში ამ ხელოვნებით დაინტერესებულ სხვა ადამიანს ვერ მივაკვლიე. ინტერნეტშიც ძალიან მწირი ინფორმაცია მოიპოვება კვერცხზე გრავირების შესახებ.

ხელოვნება, რომელზეც ვსაუბრობთ, 1368 წლიდან ჩინეთიდან იღებს სათავეს. შემდეგ წლებში სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა, დაიხვეწა და სახე იცვალა. უძველეს ჩინეთში კი ელიტარულ წრეებში ყველაზე მისაღები საჩუქარი გახლდათ ქორწილში, დაბადების დღეზე, დღესასწაულებზე. მისი მსგავსი ხელოვნებაა "პისანკი", რომელიც ფართოდაა გავრცელებული უკრაინაში.

© FB/George Shovnadzeგიორგი შოვნაძე
გიორგი შოვნაძე - Sputnik საქართველო
გიორგი შოვნაძე

გიორგი შოვნაძე: "სამწუხაროდ, საქართველოში კვერცხზე გრავირების შესახებ ბევრს არ აქვს ინფორმაცია. ეს გახლავთ საოცრად საინტერესო, აზარტული, დახვეწილი ხელოვნება. საკმაოდ რთულია კვერცხის ნაჭუჭზე ორნამეტების და ფიგურების ამოჭრა. ფაქიზად, ფრთხილად და დაკვირვებით უნდა შეასრულო სამუშაო, რომ ნაჭუჭი არ დააზიანო. შედეგი კი ძალიან საამაყო და სასიამოვნოა.

უპირველესი გახლავთ ის, რომ ფრთხილად გავასუფთავოთ კვერცხი შიგთავსისგან. შპრიცის საშუალებით ისე უნდა ამოვიღოთ შიგთავსი, რომ ნაჭუჭი არ დავაზიანოთ. ყველაზე რთული და მნიშვნელოვანია აპკის გამოცლა, რომლის საიდუმლოს ჩემთვის დავიტოვებ. აპკის გამოცლის შემდეგ აუცილებელია ნაჭუჭი სპეციალური ხსნარებით დამუშავეს. შემდეგ კარგად გავრეცხოთ და გამოვაშროთ. ნაჭუჭი მზადაა, რომ ჩვენი შემოქმედება, მუზა ჯერ ფანქრით გადავიტანოთ, შემდეგ საჭრეთლით ამოვტვიფროთ და ნამდვილ შედევრად ვაქციოთ“.

© გ. შოვნაძეგიორგი შოვნაძის ნამუშევარი
გიორგი შოვნაძის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
გიორგი შოვნაძის ნამუშევარი

ბატონი გიორგი გრავირებით ბავშვობაში დაინტერესდა. შემთხვევით ჩინელი ოსტატის ნამუშევრები ნახა და აღფრთოვანდა. მტკიცედ გადაწყვიტა, რომ თვითონაც შეძლებდა კვერცხზე ორნამენტების გადატანას. თავდაპირველად ხშირად მოსდიოდა მარცხი, ნაჭუჭი ემსხვრეოდა, უზიანდებოდა, მაგრამ ფარ-ხმალი არ დაუყრია. შედეგს კი თქვენ თვითონაც ხედავთ. კვერცხზე ამოტვიფრული აქვს ცნობილი სახეების პორტრეტები, ცხოველების და ფრინველების უმშვენიერესი გამოსახულებები, ნატიფი ორნამენტები და სხვა.

© გ. შოვნაძეგიორგი შოვნაძის ნამუშევარი
გიორგი შოვნაძის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
გიორგი შოვნაძის ნამუშევარი

ბატონი გიორგი მხოლოდ კვერცხის გრავირებით არ არის დაინტერესებული. იგი მრავალმხრივი ნიჭით გამოირჩევა. ქმნის ხელოვნურ ბონსაის, იტაცებს ტვისტინგი და იკებანა. 

ყველა ახალი ამბავი
0