დავით თედორაძე: მომხმარებელი უნდა ხედავდეს, როგორ ამზადებენ მის შეკვეთას
„კვების ობიექტებში არ არის დაცული ფიტოსანიტარული ნორმები. „სურსათის უვნებლობის შესახებ“ კანონიც ისეთი გვაქვს, რომელიც, ფაქტობრივად, არაფერს აწესრიგებს. ქვეყანაში არც მომხმარებლის უფლებებია დაცული და არც სურსათის უვნებლობის რეალური კონტროლი ხორციელდება“, — განაცხადა თედორაძემ.
ექსპერტის თქმით, სასურველია, რომ კვების ობიექტების საქმიანობის მონიტორინგი ყოველთვიურად განხორციელდეს, ხოლო დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში ბიზნეს-ოპერატორებს ჯარიმები კი არ უნდა დაეკისროს, არამედ საქმიანობის უფლება ჩამოერთვას.