ქართველმა რეჟისორმა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ჯილდო მიიღო

© photo : Avtandil Varsimashvili / FBცნობილი ქართველი რეჟისორი ავთანდილ ვარსიმაშვილი
ცნობილი ქართველი რეჟისორი ავთანდილ ვარსიმაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავთანდილ ვარსიმაშვილმა პუშკინის მედალი მიიღო, როგორც უცხოეთის მოქალაქემ, რომელიც ხელს უწყობს უცხოეთში რუსული ენისა და რუსული კულტურის პოპულარიზაციას და რუსეთთან მეგობრობისა და თანამშრომლობის გაღრმავებას.

თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. ცნობილ ქართველ რეჟისორს, ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის თბილისის სახელმწიფო აკადემიური რუსული დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ავთანდილ ვარსიმაშვილს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ჯილდო — პუშკინის მედალი გადაეცა. 

პუშკინის მედლით ჯილდოვდებიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ხელს უწყობენ უცხოეთში რუსული ენისა და რუსული კულტურის პოპულარიზაციას და რუსეთთან მეგობრობისა და თანამშრომლობის გაღრმავებას.

ქართველ რეჟისორთან ერთად იგივე ჯილდო ცნობილმა რეჟისორმა და მუსიკოსმა ემირ კუსტურიცამ, ამერიკული კომპანიის Lerman Enterprises LLC-ს პრეზიდენტმა სიუზან ელიზაბეტ ლერმანმა და ჩინეთის სახელმწიფო დიდი თეატრის დირექტორმა ჩენ პინმა მიიღეს. 

ავთანდილ ედუარდის ძე ვარსიმაშვილი — ქართველი თეატრისა და კინოს რეჟისორი, ა. გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, „თავისუფალი თეატრის“მეპატრონე და სამხატვრო ხელმძღვანელი, კინოსტუდია "Vars-studio"-ს მეპატრონე,,, თბილისის შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სრული პროფესორი, უნივერსიტეტის რეჟისურის მიმართულების ხელმძღვანელი საერთაშორისო ორგანიზაცია "შექსპირის თეატრის" (ა.შ.შ.) სრულუფლებიანი წევრი.


ყველა ახალი ამბავი
0