კალანდაძე: დენის ტარიფის ზრდა მოსალოდნელი არ არის
„ამ თემის დაკავშირება ლარის კურსის ცვლილებასთან, ბუნებრივია, გარკვეულ ლოგიკურ ჩარჩოებში ჯდება, თუმცა ეროვნული ვალუტა იმ დონეზე არ შეცვლილა, რომ ტარიფების გადახედვის აუცილებლობა გამოეწვია“, — განაცხადა კალანდაძემ.
ეკონომიკის ექსპერტის თქმით, თუ ლარი სტაბილურობას შეინარჩუნებს, დენის ტარიფის ზრდა საშუალოვადიან პერსპექტივაში მოსალოდნელი არ არის.