თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. უკრაინის სახელმწიფო ტელერადიო კომიტეტის თავმჯდომარემ ოლეგ ნალივაიკომ ხელი მოაწერა უკრაინის ეროვნული ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან ზურაბ ალასანიას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, იტყობინება რია ნოვოსტი უკრაინულ საინფორმაციო სააგენტო „УНН“-ზე დაყრდნობით.
„ევროვიზია 2017“ კიევში გაიმართება. გასულ კვირას ალასანიამ განცხადება დაწერა სამსახურიდან წასვლის შესახებ. მან თავისი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ვერ ურიგდება ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომელთაც მისი თქმით, სურთ საზოგადოებრივი ტელევიზიის შექმნისათვის გამოყოფილი თანხები „ევროვიზიის“ დაფინანსებაზე მიმართონ. მინიტრთა კაბინეტმა შეათანხმა გათავისუფლება.
„იგი გათავისუფლებულია დღევანდელი რიცხვით, ე.ი. 2016 წლის 7 ნოემბრიდან. ბრძანებას ხელი მოეწერა მხარეთა შეთანხმებით“, — განუცხადეს სააგენტოს უკრაინის სახელმწიფო ტელერადიო კომიტეტის კადრების განყოფილებაში.