ვერეს ხეობაში კვიპაროსები დარგეს

© photo: Sputnik / Stringerთბილისის მერია
თბილისის მერია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საბოლოო შეფასებით, 4700 მცენარიდან გახმა 550 მცენარე. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ყველა გამხმარი ნერგის ჩანაცვლება.

თბილისი, 6 ნოემბერი – Sputnik. ვერეს ხეობაში გამხმარი ხე-მცენარეების ნაცვლად 200 ძირი კვოპაროსი დაირგო, რითიც ხეობის მცენარეების ჩანაცვლების პროცესი დაიწყო, იუწყება თბილისის მერია.

სამუშაოები კომპანია „გრინ სერვის +“-მა განახორციელა.

2016 წლის საგაზაფხულო რგვების პერიოდში ვერეს ხეობაში ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურმა საავტომობილო მაგისტრალის გასწვრივ 4700 დეკორატიული მცენარე დარგო. 

სამსახურის სპეციალისტები დამოუკიდებელ ექსპერტებთან და მეცნიერებთან ერთად  მცენარეების მუდმივ მონიტორინგს აწარმოებდნენ. მიმდინარე წლის ნოემბერში აღწერეს გამხმარი მცენარეები. საბოლოო შეფასებით, 4700 მცენარიდან გახმა 550 მცენარე. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ყველა გამხმარი ნერგის ჩანაცვლება.

ჩანაცვლება ხორციელდება კონტრაქტით გათვალისწინებულ პირობებში. კონტრაქტორ კომპანია ვალდებულია, გახმობის შემთხვევაში მცენარეები  2017 წლის გაზაფხულზეც ჩაანაცვლოს.

 

ყველა ახალი ამბავი
0