თბილისი, 6 ნოემბერი – Sputnik. მთელი მსოფლიო განსაცდელშია, მაგრამ ღვთისმშობელი არ დაუშვებს, რომ ქართველი ერი დაეცეს, განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას.
„ჩვენ ვცხოვრობთ განსაკუთრებულ პერიოდში, განსაკუთრებულ დროს, როცა ადამიანებს რთული ცხოვრება უდგათ წინ, როდესაც ადამიანებმა განიცადეს დიდი განცდები, გამოცდები და ადამიანის ფსიქიკა დაზიანებულია და შიშით არის შეპყრობილი“, – ბრძანა კათოლიკოს–პატრიარქმა.
ილია მეორემ მრევლს მოუწოდა, არ შეშინდეს, რადგან უფალი წყალობს საქართველოს.
„მართალია, განსაცდელი მთელ მსოფლიოშია, მაგრამ საქართველო ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშ არის და ღვთისმშობელი არ დაუშვებს იმას, რომ დაეცეს ქართველი ერი“, – ბრძანა ქართული ეკლესიის წინამძღვარმა.