მანქანების კოლექცია, რომელიც 27 წელს და 400-ზე მეტ მანქანას ითვლის

© FB/Giorgi Chakhvashviliგიორგი ჩახვაშვილი
გიორგი ჩახვაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანქანა ადამიანების უმეტესი ნაწილისთვის გადაადგილების საშუალებას წარმოადგენს, თუმცა არიან ადამიანები, ვისთვისაც მანქანა ხელოვნების ნიმუშია, ან როგორც ოჯახის წევრს ისე აღიქვამენ. ამ ადამიანების რიცხვს მიეკუთვნება გიორგი ჩახვაშვილი.

საკოლექციო მანქანების შეგროვება 6 წლის ასაკიდან დაიწყო, დღეს უკვე 400-ზე მეტი  იშვიათი და ექსკლუზიური მოდელის მფლობელია.

გიორგი ჩახვაშვილი: მანქანა ჩემი ცხოვრების ნაწილია, ვერ აღვიქვავ როგორც გადაადგილების საშუალებას. ჩემთვის  ოჯახის წევრივითაა. სწორედ ამიტომ  ცხოვრების მანძილზე მხოლოდ ერთი მანქანა მაქვს გაყიდული. მიყვარს და ვერ ველევი, ჩემთვის როგორც ხელოვნების ნიმუში ისეა, ვცდილობ ჩავწვდე  შემქმნელი, თუ დიზაინერი რას განიცდიდა მისი შექმნისას და რა გრძნობა ჩადო მასში.

© გიორგი ჩახვაშვილი1936 Chrysler Airflow CRS San Francisco Police
1936 Chrysler Airflow CRS San Francisco Police - Sputnik საქართველო
1936 Chrysler Airflow CRS San Francisco Police

- როდის და როგორ დაიწყეთ კოლექციის შეგროვება?

— ალბათ 5-6 წლის ვიქნებოდი, როდესაც ოჯახის ნათესავმა სსრკ-ს დროინდელი მილიციის გაზ-24 მაჩუქა. რა თქმა უნდა აღვფრთოვანდი. ისეთი იყო პაწაწუნა ასლი, თითქოს ნამდვილი მანქანა მეჭირა ხელში. ეს მოდელი პირველი და მხოლოდ ერთი იყო. შემდეგ ჩემმა მამიდაშვილმა, რომელიც ჩემზე ასაკით უფროსია, კიდევ რამდენიმე მოდელი მაჩუქა: კამაზის თვითმცლელი, ვაზ-2102, მოსკვიჩი, რუსობალტი და სამთავრობო გაზ-13 „ჩაიკა“. აი ეს უკვე შოკი იყო ჩემთვის, გადავწყვიტე სხვა მოდელებიც შემეგროვებინა, თუმცა ჩემი ბავშვობა 90-იან წლებს დაემთხვა. მოგეხსენებათ ამ პერიოდში აღნიშნული მოდელების ფასი იმდენად დიდი იყო, რომ   ყიდვაზე ლაპარაკი ზედმეტი იყო. საერთოდ ვინმეს თუ ჰქონდა, ან სადმე იყიდებოდა ისიც არ ვიცოდი. ამ რამდენიმე მოდელით ვიკმაყოფილებდი სურვილებს და მამაჩემის გამოწერილი ჟურნალის — „მოდელისტ კონსტრუქტორ“-ის თვალიერებით, რომლის უკანა გარეკანზე მოდელები ეხატა, ვათვალიერებდი და ვოცნებობდი… დიდი პაუზის შემდეგ, 2000 წლიდან განვაახლე კოლექციის შეგროვება. ვყიდულობდი  შავ ბაზარზე, ვიწერდი ინტერნეტ საიტებიდან, შემდეგ ჩემს სამეგობროში პოპულარული, რომ გახდა ჩემი კოლექცია მჩუქნიდნენ, საზღვარგარეთ თუ ვინმე წავიდოდა აუცილებლად ჩამოჰქონდათ. ჩემი კოლქციის გამდიდრებაში დიდი წვლილი მიუძღვის მეუღლეს და ძმას, რომლებიც ძალიან ხშირად მჩუქნიდნენ მოდელებს და დღესაც აქტიურად აგრძელებენ ტრადიციას.

© გიორგი ჩახვაშვილი1973 Dodge Coronet Los Angeles Police
1973 Dodge Coronet  Los Angeles Police - Sputnik საქართველო
1973 Dodge Coronet Los Angeles Police

- დღეს რამდენ მანქანას ითვლის თქვენი კოლექცია? 

— 400-ზე მეტი იქნება. ამ ბოლოს აღარ დამითვლია. ყველაზე ძველი მოდელი ფირმა Matchbox-ს ეკუთვნის, რომელიც 1970 წელს გამოუშვა, არის 1930 Duesenberg model J. კოლექციაში  მაქვს მოდელები, რომლებიც მართლაც განსაკუთრებული ლიმიტირებულია, ძირითადად ასეთი მოდელები კინოფილმებიდანაა, Fast&Fourios, Bullit, Gon In 60 Second, Gran torino, 007, Back To The Future, Ghostbusters, Blues Brother, Batman, და ა.შ ასევე ყველაზე იაფი 5 ლარიანი მოდელიც მაქვს, ასევე მაქვს ერთ-ერთი ძვირად ღირებული მოდელი, რომელიც მასშტაბითაც დიდია (1/18) Porsche Cayman,  60 ლარი ღირდა. მეუღლემ დაბადების დღეს მაჩუქა, თან პორშე გასაკუთრებულად მიყვარს. ეს მანქანა საკმაოდ დიდხანს ინარჩუნებდა კოლექციაში ლიდერის პოზიციას, სანამ საბჭოური სატვირთოები და სახანძროები არ გამოჩნდნენ (იღიმის).

- რა მოდელის მანქანები გაქვს?

— არიან კოლექციონერები, რომლებიც მხოლოდ კონკრეტულ რომელიმე მოდელს აგროვებენ, ჩემს კოლექციაში ყველანაირ მოდელს შეხვდებით, თუმცა ავღნიშნავ, რომ ჭარბობს ისეთი ავტომობილები, რომლებიც 2000 წლამდეა გამოშვებული, ახლო მომავალში საბჭოური ტრაქტორებიც კი მექნება.

- ყველზე ძვირადღირებული მანქანა რომელია?

 ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი კოლექციაში იყო Porsche Cayman, რომელიც 1/18 მასშტაბისაა და 60 ლარი ღირდა, ეს რეკორდი მეუღლეს ეკუთვნოდა და ჩემმა ძმამ მოხსნა, 130 ლარად მიყიდა ZIL-131 სახანძრო. ახლა სურს მეუღლეს კვლავ აჯობოს ჩემ ძმას და მჩუქნის Mercedes Benz 540K-ს, რომლის ღირებულება 100$-მდეა, მოკლედ ეჯიბრებიან ერთმანეთს და მეც მეტი რა მინდა(იღიმის).

© გიორგი ჩახვაშვილი1947 Ford Fordor
San Diego Police
1947 Ford Fordor San Diego Police - Sputnik საქართველო
1/9
1947 Ford Fordor
San Diego Police
© გიორგი ჩახვაშვილიNysa 521
Nysa 521 - Sputnik საქართველო
2/9
Nysa 521
© გიორგი ჩახვაშვილიChrysler PT Cruiser
Chrysler PT Cruiser - Sputnik საქართველო
3/9
Chrysler PT Cruiser
© გიორგი ჩახვაშვილი1970 Chevrolet Nova SS
1970 Chevrolet Nova SS - Sputnik საქართველო
4/9
1970 Chevrolet Nova SS
© გიორგი ჩახვაშვილიJeep CJ-7 Wrangler Renegade
Jeep CJ-7 Wrangler Renegade - Sputnik საქართველო
5/9
Jeep CJ-7 Wrangler Renegade
© გიორგი ჩახვაშვილი1957 BMW 507
1957 BMW 507 - Sputnik საქართველო
6/9
1957 BMW 507
© გიორგი ჩახვაშვილი2009 Presidential Limousine - Cadillac DTS
2009 Presidential Limousine - Cadillac DTS - Sputnik საქართველო
7/9
2009 Presidential Limousine - Cadillac DTS
© გიორგი ჩახვაშვილიJeep Wrangler Rubicon
Jeep Wrangler Rubicon - Sputnik საქართველო
8/9
Jeep Wrangler Rubicon
© გიორგი ჩახვაშვილიPorsche Cayman S
Porsche Cayman S - Sputnik საქართველო
9/9
Porsche Cayman S
1/9
1947 Ford Fordor
San Diego Police
2/9
Nysa 521
3/9
Chrysler PT Cruiser
4/9
1970 Chevrolet Nova SS
5/9
Jeep CJ-7 Wrangler Renegade
6/9
1957 BMW 507
7/9
2009 Presidential Limousine - Cadillac DTS
8/9
Jeep Wrangler Rubicon
9/9
Porsche Cayman S

- რეალურად შენი კოლექციიდან რომელი მანქანის ყოლას ისურვებდი? 

— ყველაზე რთული შეკითხვაა. ერთი მანქანის გამორჩევა ძნელია, როცა ყველა ძალიან გიყვარს, თან კოლექციონერი ხარ და ოცნებობ ნამდვილი მანქანების კოლექციის შეგროვებაზეც. ჯერ ეგ მოდელი არ მაქვს კოლექციაში. Lotus Super 7-ს ავირჩევდი, ძალიან პატარა, სწრაფი, განსაკუთრებული დიზაინის მქონე მანქანაა, თან დღეს ძნელია ამ მანქანის შეძენა, რადგან ძალიან ცოტაა შემორჩენილი.

- გყავთ 4 წლის შვილი. თუ ცდილობს ითამაშოს თქვენი მანქანებით და თქვენ როგორი რეაქცია გაქვთ ამ დროს?

— რა თქმა უნდა ცდილობს და უფლებას არ ვაძლევ, ისევე როგორც მე არ მაძლევდნენ ჩემი მშობლები იმ ერთადერთი და პირველი მოდელით (გაზ-24) თამაშის უფლებას. მეუბნებოდნენ, რომ ეს არ არის სათამაშო, ხან მიმალავდნენ, მაგრამ ძნელია ასეთი მოდელით თამაშისგან თავის შეკავება. ხანდახან მივეპარებოდი ხოლმე და მაინც დაეტყო თამაშის ნაკვალევი. ვაჩესაც ვუხსნი, რომ არ არის ეს სათამაშო. მაინცდამაინც არ ჭირვეულობს, იმ იმედით, რომ როგორც მე ვუთხარი დიდი რომ გაიზრდება მერე ყვალა მანქანას მას ვაჩუქებ.

- საკოლექციო მოდელი რომელზეც ოცნებობ…

— ბავშვობაში ჩემს ორ მეზობელ ბიჭს ზილ-130 თვითმცლელი ჰქონდათ და ქვიშაში თამაშობდნენ, მე უკვე 6 მოდელი მქონდა. მის დანახვაზე მომინდა კოლექციის გაზრდა. რა აღარ შევთავაზე, რამდენი სათამაშო მანქანა, თუ იარაღები, რამდენი ვეხვეწე ქვიშაში ნუ თამაშობთ გაფუჭდება და ცოდოა თქო, მაგრამ ვერაფერი გავაგებინე. ყელში ბურთი მქონდა მობჯენილი და მეორე დღეს ცხარე ცრემლით ვიტირე, როდესაც ორივე დამტვრეული დავინახე მათ ეზოში. ეს მოდელი რაღაცნაირად ჩამრჩა გულში. საინტერესოა რა ემოციას გამოიწვევს ჩემში მისი შეძენა, რომელიც დეფიციტური და საკმაოდ ძვირია.

 

ყველა ახალი ამბავი
0