შსს–ს თანამშრომლებმა ისტორიული ძეგლების მიმდებარე ტერიტორიები დაასაუფთავეს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს შსს–ს შენობა
საქართველოს შსს–ს შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
დეპარტამენტის წარმომადგენლები ასევე მონასტრის ბერებს სამშენებლო სამუშაოებსა და შეშის დაჩეხვაში დაეხმარნენ.

თბილისი, 6 ნოემბერი – Sputnik. შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით ისტორიულ-კულტურული ძეგლებისა და უძველესი ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტერიტორიები დაასუფთავეს, იუწყება შსს–ს პრეს–სამსახური.  

აქციაში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 300-ზე მეტი თანამშრომელი მონაწილეობდა. 

სამინისტროს წარმომადგენლები ასევე მონასტრის ბერებს სამშენებლო სამუშაოებსა და შეშის დაჩეხვაში დაეხმარნენ.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, მსგავსი ტიპის აქციები მომავალშიც გაგრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0