თბილისში ელექტრომობილების დამტენი ორი სადგური გაიხსნა

© Sputnik / Anna Yarovikovaთბილისში ელექტრომობილების დამტენი ორი სადგური გაიხსნა
თბილისში ელექტრომობილების დამტენი ორი სადგური გაიხსნა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ამ დროისთვის სულ 50-მდე ელექტრომობილი მოძრაობს. საქართველო იმ ქვეყნების სიაში შედის, სადაც ელექტრომობილების იმპორტი გადასახადებისგან თავისუფალია.

თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. თბილისში, ევროპის მოედანსა და კუს ტბის ასახვევთან ელექტრომობილების დამტენი პირველი სადგურები გაიხსნა. 

დასამუხტი სადგურების განთავსების პროექტი კომპანია E–Space-ის ინიციატივითა და თბილისის მერიის აქტიური მხარდაჭერით განხორციელდა.  

დედაქალაქის მერიამ ენერგოეფექტური პროექტების განხორციელების წახალისებისთვის, ელექტრომობილების დასამუხტი სადგურების განთავსებისთვის აღნიშნული ტერიტორია კომპანია E–Space-ს უსასყიდლოდ გადასცა. გარდა ამისა, დასამუხტი სადგურებისთვის დენის მიწოდების ხარჯებს თბილისის მერია საკუთარ თავზე აიღებს. 

საქართველოში ამ დროისთვის სულ 50-მდე ელექტრომობილი მოძრაობს. საქართველო იმ ქვეყნების სიაში შედის, სადაც ელექტრომობილების იმპორტი გადასახადებისგან თავისუფალია. 

2017 წლის ბოლომდე საქართველოში ელექტრომობილების დამტენი სადგურების რაოდენობის 100-მდე გაზრდა იგეგმება. ეტაპობრივად სადგურები ავტობანებსა და რამდენიმე რეგიონშიც განთავსდება.


ყველა ახალი ამბავი
0