მოგზაურობა აჭარის ველურ ბუნებაში

გამოწერა

აჭარის ველურ ბუნებაზე გადაღებული ფილმი „ჯარა“ მალე კინოთეატრებში გამოჩნდება. ფილმი-ზღაპარი ადამიანებისა და ცხოველების ერთად ცხოვრებაზე მოგითხრობთ. მთავარი გმირ ფუტკარია, რომელთან ერთადაც ვითარდება მთელი სიუჟეტი. დოკუმენტურ ფილმში სრულადაა წარმოჩენილი აჭარის ეკოტურიზმი.

ფილმ „ჯარას“ გადაღება აჭარაში მთელი წლის განმავლობაში მიდიოდა. სიტყვა „ჯარა“ ტრადიციულ ქართულ სკას ნიშნავს.

„ასეთი მაშტაბური ფილმი, ოთხი სეზონის გადაღებებით, რამდენიმე სიუჟეტური ხაზით, ამდენი ადამიანის, ცხოველისა თუ ფრინველის შესახებ აქამდე არათუ ჩვენ, არამედ საქართველოში საერთოდ არ გადაღებულა. მიზანიც არ გვაქვს მარტივი, გვინდა ვაჩვენოთ, რეალური მოვლენები, ადამიანებისა და ველური ბუნების, ცხოველების თანარსებობა, მათი გავლენა ერთმანეთზე, ზემოქმედება და ამ ზემოქმედების შედეგები“- განაცხადა ფილმის რეჟისორმა და სტუდია “Eco films”-ის დამფუძნებელმა ნიკა წიკლაურმა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ მამუკა ბერძენიშვილმა ფილმს ნამდვილი აღმოჩენა უკვე უწოდა.

„ფილმი ნამდვილი აღმოჩენაა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც მოგზაურობა და სიახლეები აინტერესებთ. მასში კარგად ჩანს ის ეკოტურისტული სიმდიდრე, რაც აჭარას გააჩნია და რითიც შეიძლება მოვიზიდოთ ველურ ბუნებაში მოგზაურობის მსურველები“, —  აღნიშნა ბერძენიშვილმა. 

ამ ეტაპზე სტუდია Eco films-ი ფილმის მონტაჟზე მუშაობს. პრემიერა, სავარაუდოდ, დეკემბრის ბოლოს გაიმართება, ნათქვამია აჭარის მთავრობის ვებ-გვერდზე.


ყველა ახალი ამბავი
0