გელა ლეჟავა: ჩვენთან მარიხუანა უფრო ნაკლებს აქვს გასინჯული, ვიდრე ევროპაში
„სასკოლო კვლევების ევროპული პროექტის (ESPAD) მონაცემებიდან გამოდის, რომ ჩვენთან მარიხუანა უფრო ნაკლებს აქვს გასინჯული, ვიდრე ევროპაში, მაგრამ ეს არაფერს არ ცვლის. მიმაჩნია, რომ ქვეყანაში ისეთი სიტუაციაა, რომელიც მთელი საზოგადოების ყურადღებას მოითხოვს", — განაცხადა ლეჟავამ.
სკოლის მოსწავლეების 11%-ს ერთხელ მაინც აქვს გასინჯული მარიხუანა ან ჰაშიში, აღნიშნულია ალკოჰოლისა და ნარკოტიკების საკითხებში სასკოლო კვლევების ევროპული პროექტის (ESPAD) ანგარიშში. გასული წლის ნოემბერში კვლევაში 190 ქართული სკოლა მონაწილეობდა.