„თელასი" მოსახლეობას აფრთხილებს

© photo: Telasi / FBთელასი
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი“ იუწყება, რომ 3 ნოემბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

ისნის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აბესაძის, კუფტინის, ლერმონტოვის, გრიგოლ ხანძთელის, საიათნოვას, ანტონ კათალიკოსის და ვახტანგ ბერიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შარტავას ქუჩის მაცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I მიკრორაიონის და გიორგი ბრწყნვალეს ქუჩის მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0