სოჭში ვერტმფრენის ჩამოვარდნას ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. იხილეთ ვიდეოკადრები

© photo: Sputnik / Нина Зотина / გადასვლა მედიაბანკშისოჭში თვითმფრინავი ჩამოვარდა
სოჭში თვითმფრინავი ჩამოვარდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
წინასწარი ინფორმაციით, ბორტზე მოსკოველი ტურისტები იმყოფებოდნენ. მგზავრებიდან ერთი დაიღუპა, დანარჩენებმა კი სხეულის დაზიანებები მიიღეს.

თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. სოჭში ჩამოვარდა კერძო ვერტმფრენი Eurocopter-AS350, რომლის ბორტზეც ექვსი ადამიანი იმყოფებოდა. მომხდარი ფაქტის ამსახველი ვიდეოკადრები Youtube-ზე გავრცელდა.

ვიდეოში კარგად ჩანს, სანაპიროს გასწვრივ როგორ მიფრინავს ვერტმფრენი, შემდეგ იხრება, მკვეთრად კარგავს სიმაღლეს და ეცემა.

უბედური შემთხვევა შაბათს მოხდა. ინციდენტის შედეგად დაიღუპა ერთი მგზავრი, ხუთმა ადამიანმა კი სხეულის დაზიანებები მიიღო. ვერტმფრენმა ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის დამხმარე შენობა, ასევე  ელექტროგადამცემი ხაზები და ორი ავტომობილი დააზიანა. 

წინასწარი ინფორმაციით, ბორტზე მოსკოველი ტურისტები იმყოფებოდნენ, რომლებიც სოჭში დაბადების დღის აღსანიშნავად ჩავიდნენ. 

ყველა ახალი ამბავი
0