ქართველმა კადეტებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ჭადრაკში წარუმატებლად იასპარეზეს

© Федерация шахмат Грузииჩემპიონატი ჭადრაკში
ჩემპიონატი ჭადრაკში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყველაზე კარგი შედეგი რვა წლის ანა შერაზადაშვილმა აჩვენა, რომელმაც შემაჯამებელ ოქმში 22-ე ადგილი დაიკავა.

თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. ბათუმში დასრულდა მსოფლიოს ჩემპიონატი ჭადრაკში 8, 10 და 12 წლის ასაკობრივ კატეგორიებში გოგონებსა და ბიჭებს შორის, იუწყება საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდი.

ბათუმმა 66 ქვეყნის 722 ნორჩ სპორტსმენს უმასპინძლა. საქართველომ 104 მოჭადრაკე წარადგინა.

თუმცა, მიუხედავად რიცხობრივი უპირატესობისა, მსოფლიო პირველობის მასპინძლები ძალზე წარუმატებლად გამოვიდნენ. ყველაზე კარგი შედეგი აჩვენა რვა წლის ანა შერაზადაშვილმა. მან შემაჯამებელ ოქმში 22-ე ადგილი დაიკავა.

შეჯიბრების გამარჯვებულები არიან:
გოგონები:
(8 წლამდე) — აიშა ზაქიროვა (ყაზახეთი)
(10 წლამდე) — ვუ როჩელი (აშშ)
(12 წლამდე) — ბიბისარა ასაბიევი (რუსეთი)
ბიჭები:
(8 წლამდე) — შაგელდი კურბანდურდიევი (თურქმენეთი)
(10 წლამდე) — ილია მაკოვეევი (რუსეთი)
(12 წლამდე) — ნიჰილ კუმარი (აშშ).
პირველ და მეორე ადგილზე გასულებმა პერსონალური კომპიუტერები მიიღეს, ხოლო მესამე და მეოთხე ადგილებზე გასულებმა — iPhone, მეხუთე ადგილზე გასულებს ფოტოკამერა გადაეცათ.

ყველა ახალი ამბავი
0