დასავლეთ საქართველოში 3,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

© Flickr / Jamesსეისმოგრაფი
სეისმოგრაფი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიწისძვრის ეპიცენტრი ონიდან 4 კილომეტრში იყო. სწორედ რაჭაში 1991 წელს მოხდა საქართველოში ყველაზე მძლავრი მიწისძვრა, რამაც მსხვერპლი და შენობების ნგრევა გამოიწვია.

თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. ქალაქ ონთან ახლოს 3,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, აღნიშნულია სეისმური მონიტორინგის ცენტრის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 12:52 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელ ფსორთან, ონიდან 4 კილომეტრში, 10 კილომეტრის სიღრმეში იყო.

„მიწისძვრა ძლიერი არ ყოფილა და მას ნგრევის გამოწვევა არ შეეძლო“, — განაცხადა სეისმური მონიტორინგის ცენტრის თანამშრომელმა.

საქართველოს საშუალო სეისმური აქტიურობის ქვეყანაა. ყველაზე მძლავრი, 7 მაგნიტუდის მიწისძვრა აქ 1991 წელს რაჭასა და იმერეთში დაფიქსირდა. ეპიცენტრში ინტენსიობა 9 ბალს შეადგენდა. ამ მიწისძვრის შედეგად დაიღუპა დაახლოებით 200 ადამიანი, დაინგრა თითქმის 46 ათასი სახლი და ათასი სამრეწველო ობიექტი.

ყველა ახალი ამბავი
0