https://sputnik-georgia.com/20161031/xelovnebis-sasaxlis-kedlebze-gacocxlebuli-ivane-askuravas-unikaluri-namushevrebi-233677692.html
ხელოვნების სასახლის კედლებზე გაცოცხლებული ივანე ასკურავას უნიკალური ნამუშევრები
ხელოვნების სასახლის კედლებზე გაცოცხლებული ივანე ასკურავას უნიკალური ნამუშევრები
Sputnik საქართველო
28 ოქტომბრიდან, ხელოვნების სასახლე ლეგენდარული თეატრალური მხატვრის ივანე ასკურავას პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს. თეატრის, ოპერის და ბალეტისთვის სხვადასხვა... 31.10.2016-ს, Sputnik საქართველო
2016-10-31T20:53+0400
2016-10-31T20:53+0400
2016-10-31T21:02+0400
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23367/78/233677826_0:92:1000:657_1920x0_80_0_0_70e46ebb22a28fb854298a4e28336ad2.jpg
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2016
მარი ნებიერიძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24557/38/245573805_0:0:854:853_100x100_80_0_0_2fd2b25d05454bf67af3392d7f91b320.jpg
მარი ნებიერიძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24557/38/245573805_0:0:854:853_100x100_80_0_0_2fd2b25d05454bf67af3392d7f91b320.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23367/78/233677826_0:60:1000:689_1920x0_80_0_0_266d56774e83e14e8f3b402e218d1895.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მარი ნებიერიძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24557/38/245573805_0:0:854:853_100x100_80_0_0_2fd2b25d05454bf67af3392d7f91b320.jpg
წასაკითხი ამბები
ხელოვნების სასახლის კედლებზე გაცოცხლებული ივანე ასკურავას უნიკალური ნამუშევრები
20:53 31.10.2016 (განახლებულია: 21:02 31.10.2016) 28 ოქტომბრიდან, ხელოვნების სასახლე ლეგენდარული თეატრალური მხატვრის ივანე ასკურავას პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს. თეატრის, ოპერის და ბალეტისთვის სხვადასხვა პერიოდში შექმნილი ნაუშევრები ოჯახის და ხელოვნების სასახლის კოლექციებიდან გამოიფინა.
ექსპოზიცია საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით მომზადდა. თბილისის მერიისა და ხელოვნების მხარდაჭერის ცენტრის დახმარებით წელს პირველად ივანე ასკურავას ნამუშევრების ორენოვანი კატალოგიც გამოიცა.
სცენები ოპერის და ბალეტის თეატრის ცნობილი წარმოდგენებიდან ხელოვნების სასახლის კედლებზე ცოცხლდება.
გიორგი კალანდია — ხელოვნების სასახლის დირექტორი: „ივანე ასკურავას სივრცის გადმოცემის საოცარი უნარი ჰქონდა. იგი ისე აწყობდა დეკორაციას, ასიმეტრიულად, თან იმდენად სიმეტრიულად, რომ ძალიან კარგად გაგრძნობინებდა როგორც ეპოქის სულს, ასევე იმ განწყობას, რისი თქმაც სურდა მხატვარს“.
თავისი მოღვაწეობის მანძილზე ივანე ასკურავამ 200-ზე მეტ უნიკალურ დრამატულ, საოპერო და საბალეტო სპექტაკლზე, კინო-ტელეფილმსა თუ ტელეგადაცემაზე იმუშავა. 1948 წლიდან თითქმის ნახევარი საუკუნე დამდგმელ მხატვრად მუშაობდა ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში. ილიკო სუხიშვილის და ნინო რამიშვილის ანსამბლის მოცეკვავეები სწორედ ივანე ასკურავას ესკიზებით ხორცშესხმული კოსტიუმებით წარდგნენ პირველად დიდ სცენაზე ქართული აუდიტორიის წინაშე.
მხატვრის შემოქმედებაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვან ფრაგმენტებს დიდ ბალეტმესიტერ ვახტანგ ჭაბუკიანთან თანამშრომლობის წლები ასახავს. მის მიერ გაფორმდა ძალზედ მნიშვნელოვანი საბალეტო სპექტაკლები „მთების გული“, „ჟიზელი“, „ლაურენსია“, „გორდა“, „დემონი“ და სხვა.
„ივანე ასკურავა არის განსაკუთრებული მხატვარი. ძალიან დიდი ტრადიცია გვაქვს ქართული დეკორატიული მხატვრობისა, მაგრამ თუ ავიღებთ ნებისმიერ მის ნამუშევარს ყველგან ნახავთ განსაკუთრებულად გადმოცემულ სივრცეს, ყოველთვის იგრძნობა ის სივრცითი განწყობა, რაც ივანე ასკურავას ახასიათებს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ იგი არის ეპოქა“, — გნაცხადა გიორგი კალანდიამ.
ხელოვნების სასახლის საგამოფენო სივრცე გამოფენას 10 დღის განმავლობაში უმასპინძლებს.