თამარ კიკნაძე: „ოცნების“ საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლაში ტრაგედიას ვერ ვხედავ
„დარღვეულია ბალანსი სახელისუფლებო შტოებს შორის. ჩემი აზრით, პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში უნდა გადმოიტანონ და, გარდა ამისა, თუ ჩვენ მმართველობის საპარლამენტო მოდელზე ვთანხმდებით, პრეზიდენტი პარლამენტმა უნდა აირჩიოს“, — განაცხადა კიკნაძემ.
მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნების ორი ტურის შედეგების მიხედვით საქართველოს პარლამენტში 115 ადგილი და ქვეყნის კონსტიტუციის შეცვლის შესაძლებლობა მოიპოვა.