თბილისი, 31 ოქტომბერი— Sputnik. ძლიერი ქარისა და წვიმის გამო სოფელ ჯუნეწერში საცხოვრებელი სახლები დაზიანდა, იუწყებიან ლანჩხუთის რაიონული ადმინისტრაციის პრეს-სამსახურში. ხუთი საცხოვრებელი სახლი სერიოზულად დაზარალდა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ქარიშხალი უეცრად დაიწყო და იმდენად ძლიერი იყო, რომ ხეები ფესვებიანად მოთხარა. ძლიერი წვიმის გამო დაიტბორა სახლების პირველი სართულები და ეზოები.
ამჟამად ლანჩხუთის რაიონულ ადმინისტრაციაში საგანგებო სიტუაციების შტაბი ფუნქციონირებს, რომელიც ზარალს ითვლის.