დამუნჯებული და ატირებული ჟიური — თორნიკე კვიტატიანის გამარჯვება

გამოწერა
პოლინა გაგარინას გამარჯვებულის გამოცხადებამდე ცრემლი არ შეშრობია, ემოციებისგან დათრგუნული ლეონიდ აგუტინი ძლივს ლაპარაკობდა, გრიგორი ლეპსი ცრემლის შეკავებას ცდილობდა, ხოლო დიმა ბილანს, რომელიც შიგადაშიგ შლეგივით ყვიროდა, მღელვარებისგან ხელისგულები მთლიანად სველი ჰქონდა.

ასეთი მძაფრი ემოცია თორნიკე კვიტატიანისა და ვლადი ბლაიბერგის მიერ შესრულებულმა სიმღერამ Помолимся за родителей გამოიწვია, რომელიც სოსო პავლიაშვილმა დაწერა. აქამდე ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მასზე უფრო გულშიჩამწვდომად და უფრო ღრმა განცდებით ამ დიდებულ სიმღერას კიდევ ვინმე შეასრულებდა, მაგრამ ეს მოხდა.

თავად თორნიკეს აშკარად ეტყობოდა, რომ მოწოლილი გრძნობების გამო სიმღერა უჭირდა, მაგრამ შეძლო და ბოლოში გავიდა. გავიდა და გაიმარჯვა კიდეც. მწვრთნელმა დიმა ბილანმა სწორედ ის გადაიყვანა „გოლოსის“ მომდევნო ტურში.

იხილეთ ვიდეო, მოუსმინეთ სიმღერას და დატკბით არაჩვეულებრივი შესრულებით.

ყველა ახალი ამბავი
0