ბაქოს ჯაზ-ფესტივალზე ნატიფი ქართული ჯაზი გაჟღერდა

გამოწერა

ქართველმა ჯაზის მომღერალმა მაია ბარათაშვილმა Baku Jazz Festival 2016-ის ფინალური დღე გაალამაზა. იხილეთ Sputnik-ის ვიდეო.

Baku Jazz Festival 2016-ის დასკვნით დღეს ყველა ის ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც ჯაზისადმი გულგრილი არ იყვნენ. მსმენელის წინაშე წარდგა ქართველი ჯაზ-მომღერალი მაია ბარათაშვილი, რომელიც საზოგადოებაში ცნობილია არა როგორც ჯაზის მომღერალი, არამედ კლასიკური შემსრულებელი, იუწყება „Sputnik აზერბაიჯანი“.

მაია ბარათაშვილი კლასიკური რომანსის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად ითვლება.

წელს ფესტივალის ორგანიზატორებმა სტუმრები ღონისძიების მასშტაბებით განაცვიფრეს — კონცერტები მთელი კვირის განმავლობაში ბაქოს სხვადასხვა ადგილებში გაიმართა. ბაქოს საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალი ყოველწლიურად 2005 წლიდან ტარდება.

ყველა ახალი ამბავი
0