კახა კალაძე: მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა ნდობა „ქართულ ოცნებას“ გამოუცხადა

გამოწერა
კახა კალაძის თქმით, წინასწარი მონაცემებით, პრაქტიკულად ყველა საარჩევნო ოლქში პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიულ საქართველოს“ კანდიდატები“ ლიდერობენ.

თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. მინდა საქართველოს მოსახლეობას მივულოცო საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, ამ სიტყვებით დაიწყო ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ ბრგიფინგი მას შემდეგ, რაც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საარჩევნო უბნები დაიხურა.

„დღევანდელი დღე იყო კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების გზაზე. არჩევნებმა ჩაიარა თავისუფალ, სამართლიან და კონკურენტულ გარემოში… მადლობას ვუხდით ამომრჩევლებს აქტიურობისთვის და მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის“, — აღნიშნა კალაძემ.

მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა ნდობა „ქართულ ოცნებას“ გამოუცხადა.

„ჩვენს ხელთ არსებული წინასწარი მონაცემებით, პრაქტიკულად ყველა საარჩევნო ოლქში ლიდერობენ პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიულ საქართველოს“ კანდიდატები“, — განმარტა მან.

კალაძის თქმით, საზოგადოების მიერ გამოცხადებული ეს უდიდესი ნდობა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას უდიდეს პასუხისმგებლობას აკისრებს და შესაბამისად, ხელისუფლება მზადაა, განაგრძოს ყველა იმ გეგმის შესრულება, რომლებიც ქვეყანას სწრაფ განვითარებასა და კეთილდღეობას მოუტანს.

ყველა ახალი ამბავი
0