მატეო რენცი: ეს ყველაზე ძლიერი მიწისძვრა იყო 1980 წლის შემდეგ

© REUTERS / Emiliano Grillottiმიწისძვრა იტალიაში
მიწისძვრა იტალიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის ინფორმაციით, 6,5 მაგნიტუდის მიწისძვრა იტალიის დროით 07:41 საათზე მოხდა.

თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. ცენტრალურ იტალიაში კვირა დილით  მომხდარი 6,5 მაგნიტუდის მიწისძვრა ყველაზე ძლიერია 1980 წლის შემდეგ, განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა მატეო რენციმ.

„ეს ყველაზე ძლიერი მიწისძვრაა 1980 წლის შემდეგ. ის რამდენიმე დღის წინ მომხდარზეც ძლიერი იყო, აგვისტოში მომხდარზეც, 2012 წლის ემილი-რომანიეს მიწისძვრაზეც, 2009 წელს აკვილაში მომხდარზეცა და 1997 წელს უმბრიაში მომხდარზე“, — განაცხადა რენციმ პრესკონფერენციაზე.

​

საბედნიეროდ, პრემიერის თქმით, მიუხედავად ესოდენ ძლიერი რყევისა, არავინ დაღუპულა, თუმცა საძიებო სამუშაოები მაინც გრძელდება.

​

გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის ინფორმაციით, 6,5 მაგნიტუდის მიწისძვრა იტალიის დროით 07:41 საათზე მოხდა. მისი ეპიცენტრი ქალაქ ნორჩის სიახლოვეს იყო. 20 წუთის შემდეგ განმეორდა 4,6 და 4,1 მაგნიტუდის ბიძგები. რყევა მკაფიოდ იგრძნობოდა რომსა და ცენტრალური იტალიის სხვა მსხვილ ქალაქებშიც.

​

იტალიის სამოქალქო თავდაცვის სამსახური იუწყება, რომ დაშავებულია დაახლოებით 20 ადამიანი, არის სერიოზული ნგრევა.

ყველა ახალი ამბავი
0