თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში 17:00 საათივთვის ამომრჩველთა აქტივობამ 30,99% შეადგინა, — განაცხადა ცესკოში გამართულ ბრიფინგზე პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ.
საქართველოს 50 ერთმანდატიან ოლქში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. ძირითადი კონკურენტები არჩევნებზე არიან „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატობის კანდიდატები.
„17:00 საათის მონაცემებით, 50-ვე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩევლის საერთო რაოდენობის 30,99%-მა. ეს რაოდენობრივად 626 954 ამომრჩეველია“, — განაცხადა ანა მიქელაძემ.