ცენტრალურ იტალიაში კვირას, დილით, 6,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ჩვენს მიერ შემოთავაზებულ ვიდეოში იხილეთ ამატრიჩეში სტიქიური უბედურების შედეგები და ქალაქ ვისოში სახლის ჩამონგრევის კადრები.
მანამდე გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის (Ingv) მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები 6,5 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო.
იმდენად ძლიერი იყო მიწისქვეშა ბიძგები, რომ რომის მოსახლეობის დიდი ნაწილი სახლის კედლების ზანზარმა გააღვიძა.
მიწისქვეშა რხევები მთელ იტალიაში იგრძნობოდა.
იტალიის დედაქალაქში მიწისძვრის შემდეგ მეტროპოლიტენმა მუშაობა შეაჩერა, სპეციალისტები ისტორიულ შენობებს, მათ შორის კოლიზეუმსა და ვატიკავში წმინდა პეტრეს ტაძარს ამოწმებენ,
იტალიის სამოქალქო თავდაცვის სამსახური იუწყება, რომ დაშავებულია დაახლოებით 20 ადამიანი, არის სერიოზული ნგრევა.