ამომრჩეველთა გამოცხადებამ არჩევნებზე 12:00 საათისთვის 12,71% შეადგინა

© Sputnik / Alexander Imedashviliარჩევნების მეორე ტური
არჩევნების მეორე ტური - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ხმა 315 ათასზე მეტმა ამომრჩეველმა მისცა.

თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის მსვლელობისას ამომრჩევლის გამოცხადებამ 12:00 საათისთვის 12,71% შეადგინა.

საქართველოს 50 ერთმანდატიან ოლქში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური დაიწყო. ძირითადი კონკურენტები არჩევნებზე არიან „ქართული ოცნებისა“ და ენმ-ის დეპუტატობის კანდიდატები.

„12:00 საათის მონაცემებით, 50 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 315 009-მა ამომრჩეველმა, რაც ამომრჩევლის საერთო რაოდენობის 12,71%-ია“, — განაცხადა ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე.

ყველა ახალი ამბავი
0