შსს-მ ასაკოვანი ქალბატონის მიმართ ბოროტი ხუმრობის გამო სისხლის სამართლის საქმე აღძრა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
კადრში ჩანს, როგორ ესვრის ახალგაზრდა ბიჭი ასაკოვან ქალბატონს თოფიდან, ხოლო კადრს მიღმა ისმის გოგონას სიცილი, რომელიც, როგორც მედია წერს, ამ ქალბატონის შვილიშვილია.

თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. ბოროტ ხუმრობას სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მას შემდეგ მოჰყვა, რაც „იუთუბზე“ გამოჩნდა ვიდეორგოლი სათაურით „ბებოს კისტის თოფს ესვრიან“.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია „ცემის“ მუხლითაა აღძრული, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия შსს-ის პრესსამსახურზე დაყრდნობით.

კადრში ჩანს, როგორ ესვრის ახალგაზრდა ბიჭი ასაკოვან ქალბატონს თოფიდან, ხოლო კადრს მიღმა ისმის გოგონას სიცილი, რომელიც, როგორც მედია წერს, ამ ქალბატონის შვილიშვილია. სწორედ ის იღებდა აღნიშნულ ვიდეორგოლს.

შსს-ში აცხადებენ, რომ გოგონა უკვე იდენტიფიცირებულია.

ვიდეორგოლს უკვე რამდენიმე დღეა, რაც სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილავენ. სწორედ ნანახით აღშფოთებულმა ინტერნეტმომხმარებელმა მოუწოდა შინაგან საქმეთა სამინისტრო, დაესაჯა ხულიგნები, რომლებიც ასაკოვან ქალბატონს აბუჩად იგდებდნენ. ამის შემდეგ ქალბატონის შვილიშვილმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე დაწერა, რომ სძულს ბებია.

ყველა ახალი ამბავი
0