უკრაინის დაზვერვის ახალი ემბლემა: ბუ რუკაზე რუსეთს მახვილით შუაზე აპობს

© сайт президента Украины პოროშენკო დაზვერვის სამმართველოს ახალი ემბლემის ფონზე
პოროშენკო დაზვერვის სამმართველოს ახალი ემბლემის ფონზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ღონიძიება, რომელზეც უკრაინის პრეზიდენტი დაზვერვის მთავარი სამმართველოს ახალი ემბლემის ფონზე წარსდგა, კვირის დასაწყისში გაიმართა, მაგრამ მედიის ყურადღება მოგვიანებით მიიპყრო.

თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ქვეყნის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ახალი შეფი გენერალ-მაიორი ვასილი ბურბა უწყების ახალი ემბლემის ფონზე წარადგინა.

ემბლემაზე გამოსახულია ბუ, რომელიც რუსეთის ტერიტორიას მახვილით აპობს.

ღონისძიების ამსახველი ფოტო უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული. 

„მცირე ეჭვიც კი არ არსებობს იმისა, რომ ეს დანიშვნა ახალ იმპულსს მისცემს უკრაინის დაზვერვის საქმიანობას“, — განაცხადა პოროშენკომ.

მისი თქმით,  უწყების მუშაობა ბოლო დროს მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

რუსეთის ვიცე-პრემიერი დმიტრი როგოზინი პირველია რუს პოლიტიკოსებს შორის, ვინც ახალ ემბლემას გამოეხმაურა. „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე მან ასეთი კომენტარი გააკეთა:

ყველა ახალი ამბავი
0